ჟურნალში დაბრუნება

„პრინტ რეტრო“ — პატარა მაღაზია ფერადი იდეებისთვის

მისამართი: ბალანჩივაძის 1ა

პრინტ რეტროს ვიტრინა და ინტერიერი

ფერადი მონასმებით გაფორმებული ვიტრინა და მრგვალი, ყვითელი აბრა ქუჩიდანვე იქცევს ყურადღებას. მის მიღმა „პრინტ რეტროა“ — პატარა საკანცელარიო მაღაზია.

ხის თაროები ფანქრებით, კალმებითა და სახატავი ნივთებით

აქ ფანქრებს, კალმებსა და მარკერებს შორის საღებავებს, ფუნჯებს, სახატავ ალბომებსა და ყოველდღიურ წვრილმანებსაც შეხვდებით. მაგიდაზე ვან გოგის ნამუშევრებით გაფორმებული ბლოკნოტები აწყვია, ორნამენტიან ჭურჭელში კი საწერი საშუალებებია მოთავსებული. ნივთების დათვალიერებისას ადვილია წარმოიდგინო, რას ჩაწერდი ახალ ბლოკნოტში ან რას დახატავდი ფერადი ფანქრებით.

მაღაზიაში ხელმისაწვდომია პრინტერიც, როგორც ჩვეულებრივი დოკუმენტების, ასევე სხვა სახის მასალების დასაბეჭდად.

მაღაზიის ხასიათს განსაკუთრებით ძველი საბეჭდი მანქანა გამოკვეთს. მოკლედ, კარგი ადგილია, შეიარეთ. 

ძველი საბეჭდი მანქანა მაღაზიის თაროზე