პაშტელ დე ნატა აბაშიძეზე
პორტუგალიური ნამცხვარი საუკუნოვანი ისტორიით

მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა 10–12
ხრაშუნა ცომი და ნაზი კვერცხის კრემი — პაშტელ-დე-ნატა პორტუგალიური საკონდიტრო ტრადიციის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წარმომადგენელია. ლეგენდის თანახმად, მისი ისტორია ლისაბონის ბელემის უბანში მდებარე ჟერონიმუშის მონასტერს უკავშირდება, სადაც ბერები მას ჯერ კიდევ XVIII საუკუნემდე ამზადებდნენ. დროს მონასტრებში ტანსაცმლის გასახამებლად კვერცხის ცილას იყენებდნენ, დარჩენილი გულებით კი ნამცხვრებსა და სხვა ტკბილეულს აცხობდნენ. სწორედ ამ პრაქტიკას უკავშირდება პაშტელ-დე-ნატას წარმოშობაც, პატარა ტარტის, რომლის სახელიც პორტუგალიურად „კრემიან ნამცხვარს“ ნიშნავს.
1820 წლის ლიბერალური რევოლუციის შემდეგ, როდესაც მონასტრებს დახურვის საფრთხე დაემუქრა, ბერებმა შემოსავლის მისაღებად ნამცხვრების გაყიდვა ახლომდებარე შაქრის ქარხანაში განაგრძეს. 1834 წელს კი რეცეპტი ქარხნის მფლობელებს მიჰყიდეს. მათ რამდენიმე წელიწადში საკონდიტრო „პაშტეიშ-დე-ბელემი“ გახსნეს, რომელიც ამ ნამცხვრებს დღემდე აცხობს.
საუკუნეების შემდეგ პატარა ტარტმა მსოფლიოს კაფეებსა და საცხობებშიც დაიმკვიდრა ადგილი და ადგილობრივი ტკბილეული საერთაშორისო ჰიტად იქცა.
ამ წარმატებაში თავისი იმანაც შეიტანა, რომ ნამცხვარი სხვადასხვა ქვეყნის გემოვნებას მოარგეს, იაპონიაში შეიქმნა მატჩასა და მარაკუიის, პარიზისთვის კი ყველის ვერსიები, თუმცა კლასიკური პაშტელ-დე-ნატას ხიბლი სიმარტივეშია.
პაშტელ დე ნატას გასინჯვა თბილისში, ირაკლი აბაშიძის ქუჩა 10–12 ნომერში, კაფე Casa de Nata-ში შეგიძლიათ.
