ჟურნალში დაბრუნება

თუ კაქტუსიც გაგიხმა: 3 მცენარე ყველაფრის ახლიდან დასაწყებად

ამ სტატიის მოსამზადებლად Bloomers.ge-ს ვესტუმრეთ და ვკითხეთ, რომელი ოთახის მცენარეების მოვლაა მარტივი დამწყებთათვის.

მასალის მომზადებაში დაგვეხმარა Bloomers.ge

მონსტერას ფოთლები Bloomers.ge-ს განათებულ აბრასთან
მონსტერას ფოთლები Bloomers.ge-ს სივრცეში.

მისამართი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა 11

თუ მცენარეების მოვლაში ჯერ გამოცდილება არ გაქვთ, დროის გამონახვა გიჭირთ ან წინა მცდელობებმა იმედი გაგიცრუათ, ყველაფრის ახალი ფურცლიდან დაწყება ამ გამძლე სახეობებით შეგიძლიათ. სპატიფილუმი, ზამიოკულკასი და სანსევიერია სწორედ ასეთი არჩევანია: სამივეს შეუძლია სახლის გამწვანება და მოვლაც შედარებით მარტივია. 

სპატიფილუმი

სპატიფილუმი მუქი მწვანე ფოთლებისა და თეთრი ყვავილედების გამო მიყვარს. ინგლისურად მას „მშვიდობის შროშანს“ უწოდებენ, თუმცა ნამდვილ შროშანებთან ნათესაობა არ აქვს.

სად დადგათ: ნათელ ადგილას, პირდაპირი ძლიერი მზისგან მოშორებით. კარგი განათება ყვავილობაშიც დაეხმარება.

როდის მორწყათ: დაახლოებით კვირაში ერთხელ, როცა მიწის ზედა 2–3 სანტიმეტრი შეშრება. წყლის საჭიროებისას ფოთლებს ჩამოუშვებს ხოლმე — თითქოს თვითონ გეუბნებათ, მომრწყეო. ეს კარგი მინიშნებაა, თუმცა თუ მიწა ჯერ კიდევ სველია, წყალს ნუ დაამატებთ.

ზამიოკულკასი

ზამიოკულკასი აღმოსავლეთ აფრიკიდან მოდის. მის ხორცოვან მიწისქვეშა ღეროში წყალი ინახება, რაც მშრალი პერიოდების გადატანაში ეხმარება. მე მისი პრიალა ფოთლებიც ძალიან მომწონს და ისიც, რომ ხშირ ყურადღებას არ ითხოვს. მისურის ბოტანიკური ბაღი, ნიუ-იორკის ბოტანიკური ბაღი

სად დადგათ: ნათელ ადგილას, პირდაპირი ძლიერი მზის გარეშე. შედარებით ნაკლებად განათებულ ადგილსაც იტანს.

როდის მორწყათ: დაახლოებით თვეში ერთხელ, მხოლოდ მაშინ, როცა მიწა მთლიანად გამშრალია. თუ ისევ ტენიანია, მოიცადეთ.

სანსევიერია


სანსევიერია გამოკვეთილი, ზემოთ მიმართული ფოთლების გამო მომწონს. მისი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სახეობა დასავლეთ და დასავლეთ ცენტრალური აფრიკიდან მოდის, სადაც მშრალ ტროპიკულ პირობებსაა შეგუებული. ინგლისურად მას Snake Plant-საც უწოდებენ — მისი ფოთლების მოხატულობა გველის კანს მოგაგონებთ. კიუს სამეფო ბოტანიკური ბაღი

სად დადგათ: ნათელ ადგილას, ზაფხულის შუადღის პირდაპირი მზისგან მოშორებით. ნაკლებ სინათლესაც იტანს, თუმცა უფრო ნელა იზრდება.

როდის მორწყათ: დაახლოებით 3–4 კვირაში ერთხელ, როცა მიწა მთლიანად გამოშრება. ზამთარში შეიძლება უფრო იშვიათადაც დასჭირდეს. RHS

მორწყვის ეს სიხშირე მაინც საორიენტაციოა — მე ყოველთვის გირჩევთ, წყლის დასხმამდე მაინც შეამოწმოთ, მიწა მშრალია თუ სველი.